Saturday, February 7, 2015

რეფლექსია

დღე პირველი
ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

დღე მეორე
დღე ჩემთვის საჩუქრით დაიწყო.პირველ დღეზე უკეთესი იყო.ინგლისური არ ვიცი და განსაკუთრებით გამახარა ელ.ფოსტის გაქართულებამ.ახლა უკეთ გავიგებ ყველაფერს.რა შენიშვნა უნდა მქონდეს?!თუ რაიმეს ვერ ვიგებ,მშვენივრად მიხსნის ირაკლი მასწავლებელი.პრობლემა მხოლოდ ჩემშია.ძალიან ცუდად ვფლობ კომპიუტერს.

დღე მესამე
ყველა დღე განსაკუთრებულია.დატვირთული,საინტერესო და დამღლელი იყო დღევანდელი ტრენინგი.ყველაზე კარგად თანხის გადახდა ავითვისე.კითხვარის შევსება გამიადვილდა,მაგრამ ცოტა არ იყოს,გამიჭირდა გამოქვეყნება.

დღე მეოთხე
წარვადგინეთ და განვიხილეთ ჩვენი პროექტების თემები,ზოგადი შინაარსი.განსაკუთრებით საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკა: ზოგადი,თემატური,შინაარსობლივი,რაც ხშირად დამეხმარება.

დღე მეხუთე
დღეს იმდენი ინფორმაცია გადმოგვეცით,ირაკლი მასწავლებელო,რომ არ ვიცი,დავიმახსოვრებ თუ არა.აქ ყველაფერს ვიგებ,მაგრამ...