დღე პირველი
ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
დღე მეორე
დღე ჩემთვის საჩუქრით დაიწყო.პირველ დღეზე უკეთესი იყო.ინგლისური არ ვიცი და განსაკუთრებით გამახარა ელ.ფოსტის გაქართულებამ.ახლა უკეთ გავიგებ ყველაფერს.რა შენიშვნა უნდა მქონდეს?!თუ რაიმეს ვერ ვიგებ,მშვენივრად მიხსნის ირაკლი მასწავლებელი.პრობლემა მხოლოდ ჩემშია.ძალიან ცუდად ვფლობ კომპიუტერს.
დღე მესამე
ყველა დღე განსაკუთრებულია.დატვირთული,საინტერესო და დამღლელი იყო დღევანდელი ტრენინგი.ყველაზე კარგად თანხის გადახდა ავითვისე.კითხვარის შევსება გამიადვილდა,მაგრამ ცოტა არ იყოს,გამიჭირდა გამოქვეყნება.
დღე მეოთხე
წარვადგინეთ და განვიხილეთ ჩვენი პროექტების თემები,ზოგადი შინაარსი.განსაკუთრებით საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკა: ზოგადი,თემატური,შინაარსობლივი,რაც ხშირად დამეხმარება.
დღე მეხუთე
დღეს იმდენი ინფორმაცია გადმოგვეცით,ირაკლი მასწავლებელო,რომ არ ვიცი,დავიმახსოვრებ თუ არა.აქ ყველაფერს ვიგებ,მაგრამ...
:) :) :)
ReplyDeleteძალიან გამახალისე :)
კარგია თუ იმ "ძალიან ბევრი" ნასწავლიდან სულ ცოტას ჩვენც, ამ ბლოგის მკითხველებს გაგვიზიარებ :)
მომავალში ალბათ უფრო დააკონკრეტებ როგორც სუსტ ასევე ძლიერ მხარეებს
დღე 2.
ReplyDeleteრას ვიზამთ თუ შენიშვნები არ გაქვს :). მაშინ ასე მოვიქცეთ, პრაქტიკული კუთხით შევხედოთ, "რა მოგვცა სესიამ და როგორ გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში?"
განვლილ მასალას აუცილებლად გავიმეორებთ. თუ რამე გამომრჩა - შემახსენე.
ReplyDelete